აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რეზოლუცია

13 იანვარი 2021, 11:47 824 ნახვა

წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ამჟამად განიხილება რეზოლუცია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს მოუწოდებს, დანიშნოს კაბინეტის სხდომა და შეუჩეროს დონალდ ტრამპს უფლებამოსილება. „დემოკრატიული პარტიის“ წევრები, რომლებიც წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობას შეადგენენ, მოუწოდებენ ვიცე-პრეზიდენტს, დაუყოვნებლივ აამოქმედოს კონსტიტუციის 25-ე შესწორება და დონალდ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუსაბამოდ გამოაცხადონ. 25-ე შესწორება უფლებას აძლევს ვიცე-პრეზიდენტს შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, როდესაც პრეზიდენტს მოვალეობების შესრულება არ შეუძლია, მაგალითად ფიზიკური ან მენტალური ავადმყოფობის გამო. პრეზიდენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას თუ გაასაჩივრებს, საბოლოო გადაწყვეტილება კონგრესმა უნდა მიიღოს, სადაც საჭიროა სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრთა ხმების ორ მესამედზე მეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში