გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და შემდეგი რომელი სფერო იქნება ამაზე იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ - ტიკარაძე 

13 იანვარი 2021, 12:19 1915 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველი თებერვლიდან სავაჭრო ობიექტების გახსნა იგეგმება, მანამდე კი ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გაიმართება. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იანვრის ბოლოს იმსჯელებენ, სავაჭრო ქსელების გარდა გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და ბიზნესის სხვა სფეროები.

''ამ ეტაპზე ვმუშაობთ ბიზნესთან, ვინაიდან ჩვენთვის იყო საკმაოდ კარგი გამოცდილება საახალწლოდ  გახსნა. ამ პერიოდში ჩვენ ვაკვირდებოდით რამდენად ეფექტურები ვიყავით გახსნის პერიოდში. აღსრულდა თუ არა ის მოთხოვნები, რომელიც ინფექციის შეკავებას უზრუნველყოფს. ეს მიდგომები დავხვეწეთ, გვაქვს მათთან კომუნიკაცია, იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაცული გავხადოთ სავაჭრო ქსელი და ეკონომიკის გახსნის პერიოდში პირველად სავაჭრო ობიექტები გავხსნათ. 

პირველი თებერვლიდან, ჩვენ ვგეგმავთ, რომ გაიხსნება მოლები და მაღაზიები. ამის შემდეგ ჩვენ გვექნება საუბრები ბიზნესის სხვა სფეროს წარმომადგენლებთან, სადაც გადავიტანთ იგივე ფორმატს, რომელიც იქნება წარმატებული. 

კონკრეტულად გაიხსნება თუ არა ტრანსპორტი და შემდეგ რომელი სფერო იქნება გახსნილი, ამაზე ჩვენ  იანვრის ბოლოს ვიმსჯელებთ, როდესაც გვექნება უფრო მეტი სიცხადე რა რეგულაციებს დავაწესებთ თითოეულ ბიზნესში და  რომელი რეგულაცია იქნება ეფექტური'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში