კაპიტოლიუმის შტურმის მონაწილემ თავი მოიკლა

13 იანვარი 2021, 14:45 958 ნახვა

აშშ-ის კაპიტოლიუმის შტურმის კიდევ ერთი  მონაწილე 53 წლის კრისტოფერ სტენტონი  გარდაცვლილი იპოვეს.  მამაკაცის ცხედარი მისმა მეუღლემ საკუთარი სახლის სარდაფში იპოვა. ექსპერტიზის დასკვნით, მან თავი მოიკლა.  გარდაცვლილი მართლმსაჯულებამ  შტურმის დროს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ნოუთბუქის დათვალიერებაში ამხილა. მანამდე 51 წლის პოლიციელმა ჰოვარდ ლიბენგუდმა, რომელიც არეულობების დროს კაპიტოლიუმის შენობაში იმყოფებოდა, სიცოცხლე ასევე თვითმკვლელობით დაასრულა. აშშ-ის ორივე პალატის ერთობლივი სხდომა მასშტაბური არეულობების გამო შეწყდა. პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 4 დემონტრანტი და ერთი პოლიციელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში