N6 დაწესებულებაში PCR ტესტის ყველა პასუხი არის უარყოფითი - პენიტენციური სამსახური

13 იანვარი 2021, 16:47 873 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N6 დაწესებულებაში 143 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტის ყველა პასუხი არის უარყოფითი.

უწყების ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევა ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება.

''ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს და პატიმრებს და მათ ოჯახებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ'' - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში