კოვიდსიტუაცია მეზობელ ქვეყნებში

13 იანვარი 2021, 17:01 1310 ნახვა

კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მეზობელ ქვეყნებში.სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა.  ინფიცირებულია სომხეთის პრეზიდენტიც, რომელიც ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ 19-ის 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 16 პაციენტი გარდაიცვალა.   რუსეთში გასულ დღე-ღამეში 23 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 9 ათას 809 შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 171 პაციენტი. თურქეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 340 ათასზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 23  ათას 152 -ს შეადგენს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში