აჭარაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 იანვარი 2021, 10:55 1066 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 137 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  დღემდე რეგიონში covid-19 33 190 მოქალაქემ დაამარცხა. 

კლინიკა დატოვა 42-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 9 ადამიანი. 

რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში მკურნალობს 339 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 319, ხოლო ონლაინ კლინიკაში  615 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში