ქუთაისში პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა - ერთ-ერთი არასრულწლოვანია

14 იანვარი 2021, 14:20 1335 ნახვა

13 იანვარს ქუთაისში  პიროტექნიკით ორი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მოზარდს თვალ-ბუდის დაზიანება აღენიშნება. მეორე დაშავებულ მამაკაცს, ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს.

ორივე დაშავებული მკურნალობის კურსს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის.

31 დეკემბრის ღამეს კი პიროტექნიკით 6 ადამიანი დაშავდა. ერთი გარდაიცვალა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში