შაქარაშვილის საქმე - სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმე გამოიკითხა

14 იანვარი 2021, 14:40 895 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ე.წ. ოქროს მოწმე , იაკობ ბრეგვაძე ჯვარედინი წესით  გამოიკითხა. მან სასამართლო უკვე დატოვა ისე  რომ, ტრადიციულად არც ამჯერად უპასუხა  ჟურნალისტების შეკითხვებს. ადვოკატი კი ამბობს, რომ  ჯერ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, დაიბარებენ თუ არა ბრეგვაძეს ისევ სასამართლოში, თუმცა უფლებადამცველის თქმით, ისინი საჭიროების შემთხვევაში ამისთვის მზად არიან.  რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იაკობ ბრეგვაძემ ჩვენება 5-ჯერ შეცვალა, ამას არ ადასტურებს  მოწმის ადვოკატი. საქმეზე დაკავებული ერთ-ერთის ადვოკატს კი ეჭვებს და კითხვებს უჩენს ის გარემოება, რატომ იმყოფებოდა სასამართლო პროცესამდე იაკობ ბრეგვაძე პროკურატურაში.  ბრეგვაძე არასანდო მოწმეა ბრალდების მხარისთვის.  ამ წუთებში შაქარაშვილის საქმეზე იმ ექსპერტს უსმენენ, რომელმაც საქმეში არსებული ვიდეოების იდენტურობა და ავთენტურობა შეამოწმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში