ამერიკელი კონგრესმენი ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის ინიციატივით გამოდის

14 იანვარი 2021, 14:51 1135 ნახვა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის  წევრი რესპუბლიკელი მაჯორი ტეილორ გრინი  არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის  პირველივე სამუშაო დღეს მისი იმპიჩმენტის ინიციატივით გამოვა.  კონგრესმენი ამბობს, რომ  ამერიკელი ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს მისი პრეზიდენტის პასუხისმგებლიანობაში.   მისი თქმით,  აშშ-ის ლიდერმა ბოროტად  არ უნდა  გამოიყენოს დაკისრებული უფლებამოსილება, ასევე არ უნდა ითანამშრომლოს უცხო ქვეყნების მთავრობებთან, ჩინურ და უკრაინულ ენერგო კომპანიებთან. ამიტომ 21 იანვარს ჯო ბაიდენთან მიმართებით იმპიჩმენტის საკითხს დავსვამ განაცხადა კონგრესმენმა. პოლიტიკოსმა არ დააკონკრეტა, თუ რა ბრალდებებს  უყენებს ბაიდენს, თუმცა მის  უკრაინულ კავშირებზე მინიშნება გააკეთა. წუხელ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს უკვე მეორედ იმპიჩმენტი გამოუცხადა. მას 6 იანვარს კონგრესის მუშაობისთვის ხელის შეშლასა  და უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში