ბუკნარში მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა

14 იანვარი 2021, 18:08 1708 ნახვა

,,ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა დასრულდეს, ვალდებულები ვართ , რომ ეს პროცესი დღეიდან დაიწყოს“-ასე მიმართეს  გურიის მაჟორიტარ დეპუტატს მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა, რომლებიც რამდენიმე დღეა საუბრობენ, იმაზე, რომ მათ ლოცვის საშუალება არ ეძლევათ,  რაშიც ხელს მათი თქმით, სოფელში მცხოვრები მოსახლეობის მართლმადიდებელი ნაწილი  უშლის.  მოლაპარაკება , რომელშიც საქართველოს მუფთიც იყო ჩართული, ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა  ჭორი უწოდა იმ ინფორმაციას, რომ თითქოს  არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ხელისუფლება მუსლიმ თემს ახალი სალოცავის აშენებას დაჰპირდა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ მუსლიმ მრევლს ხვალ, პარასკევის ლოცვაზე ხელი  არ შეეშლება.

რა შედეგით დასრულდა შეხვედრა , მაშინ როცა წინ პარასკევის ლოცვაა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში