ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

14 იანვარი 2021, 17:02 1038 ნახვა

ევროპულმა სასამართლომ  ყირიმთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელი ნაწილობრივ დასაშვებად ცნო. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ უკრაინის მთავრობის მიერ გასაჩივრებული ფაქტები მართლაც მოხდა რუსეთის ე.წ. იურისდიქციაში, იმ ეფექტური კონტროლის საფუძველზე, რომელიც იმ დროისთვის ყირიმზე განახორციელა.

უკრაინა ამტკიცებდა, რომ 2014 წლის 27 თებერვლიდან რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაზე და ქალაქ სევასტოპოლზე, რომლებიც უკრაინის განუყოფელი ნაწილია. უკრაინა ირწმუნება, რომ კონვენციის დარღვევა რუსეთის ფედერაციის ზოგადი ადმინისტრაციული პრაქტიკის შედეგია.

ეს საბოლოო განჩინება არ არის. უკრაინამ ევროსასამართლოში საჩივარი 2014 წლის 13 მარტს შეიტანა, ყირიმში ადამიანის უფლებათა დიდი რაოდენობით დარღვევებისა და დანაშაულების გამო, რისთვისაც პასუხისმგებლობას სწორედ რუსეთს აკისრებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში