პანდემიის მეორე წელი უფრო რთული იქნება - ჯანმო

14 იანვარი 2021, 17:48 1166 ნახვა

კოვიდ 19-ის პანდემიის მეორე წელი შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე პირველი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა.მისი თქმით, აუცილებელია დადებით შედეგებზე ორიენტირება და იმ ფაქტორების განხილვა, რომლებმაც ამა თუ იმ ქვეყანაში შედეგი გამოიღო, შემდეგ კი ამ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.

მსოფლიოში არსებულ კოვიდსიტუაციაზე ჯანმო-ს წარმომადგენელმა მარია ვან კერხოვემა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღესასწაულის დღეების შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებამდე მისი გაუარესებაა მოსალოდნელი და იმედი გამოთქვა, რომ იმ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი გაიზრდება, პაციენტების მკურნალობას შეძლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში