ბუკნარში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო

15 იანვარი 2021, 13:08 1795 ნახვა

ბუკნარში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესო ქათამაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე დაუპირისპირდნენ.

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა  მაჟორიტარს უთხრა, რომ ის მოსახლოებას მეჩეთის მშენებლობა დაჰპირდა და ეს უნდა შეასრულოს. ვასილ ჩიგოგიძემ კი მას პროვოკატორი უწოდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა და ბესო ქათამაძე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ მოლაპარაკების ჩაშლას ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' ცდილობს. 

სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის მორიგი შეხვედრა დღეს, მუსლიმების ლოცვის შემდეგ გაიმართება. შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში