საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს მოქმედი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

15 იანვარი 2021, 16:59 1186 ნახვა

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

16 იანვრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი 18:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

„საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 16 იანვრიდან, სულ მცირე 15 დღის განმავლობაში, საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი საღამოს 20:00 საათის ნაცვლად, საღამოს 18:00 საათიდან დაიწყება და დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს.

18 იანვრიდან, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან საფრანგეთის ტერიტორიაზე შემომსვლელთათვის სავალდებულო ხდება: გამომგზავრებამდე (ტესტი აღარ გაკეთდება საფრანგეთში შემოსვლისას), 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. შვიდდღიანი თვითიზოლაცია და იზოლაციის დასასრულს, განმეორებითი „პისიარ“ ტესტის გაკეთება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში