ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილთა საქმეებს იძიებენ

15 იანვარი 2021, 18:34 1077 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყურადღებით ადევნებს თვალს ნორვეგიაში ვაქცინაციის შემდეგ 23 პაციენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ  სპეციალისტები ნორვეგიაში კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაციის შემდეგ  პაციენტების გარდაცვალების მიზეზებს ადგენენ. ამ დროისთვის 13 გარდაცვლილის საქმეა შესწავლილი, ისინი ფაიზერ-ბიონტეკის პრეპარატით აცრეს.  სპეციალისტთა განცხადებით, ხანდაზმულებში ჩვეულებრივ გვერდით მოვლენებს ქრონიკული დაავადების გართულება შეეძლო .   ნორვეგიის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა სერიოზული დაავადებების მქონე  უფროსი ასაკის პაციენტების ვაქცინაციისთვის  რეკომენდაციები შეცვალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში