ბაიდენის ინაუგურაციის რეპეტიცია ორშაბათისთვის გადაიდო

15 იანვარი 2021, 18:35 926 ნახვა

აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემასა და უსაფრთხო ინაუგურაციას უზრუნველყოფს. ჯო ბაიდენის, ინაუგურაციის ცერემონიის რეპეტიცია, რომელიც კვირისთვის იყო დაგეგმილი, უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ორშაბათისთვის გადაიდო.  პრეზიდენტის ინაუგურაციის კომიტეტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ამ ინფორმაციის გავრცელებამდე გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა კრისტოფერ ვრეიმ განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო აწარმოებს გამოძიებას იმ პირებთან დაკავშირებით, რომლებმაც, შესაძლოა, ინაუგურაციის უსაფრთხოდ ჩატარებას ხელი შეუშალონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში