კასპში ყოფილმა პოლიციელმა მძევლები აიყვანა

16 იანვარი 2021, 18:10 1247 ნახვა

მოქალაქე, რომელსაც კასპში  მძევლები ჰყავდა  აყვანილი, შინაგან  საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.-ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა. ვლადიმერ ბორცვაძის თქმით დაკავებულის მოთხოვნა იყო, სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა, რომლითაც საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით წასვლას გეგმავდა. 

მისივე განცხადებით ბრალდებულმა პირადი განცხადების საფუძველზე პოლიციელის პოსტი 2018  წელს დატოვა. ამბობს, რომ უწყებაში ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მის მიმართ მუქარაზე გამოძიებაა დაწყებული, რომელიც დაკავებულისთვის ცნობილი იყო.

ცნობისთვის ბრალდებული კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე შეიჭრა და სანადირო თოფის მუქარით ორი მოქალაქე მძევლად აიყვანა.მძევლად აყვანილი ადამიანების გათავისუფლების შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. ქმედება თუ რა მოტივით აიყვანა დაკავებულმა მძევლები  ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში