ქართველი მოჭიდავეების წარმატება საფრანგეთში

17 იანვარი 2021, 12:13 1265 ნახვა

საფრანგეთში გრანპრიზე  ქართველმა მოჭიდავეებმა 10 წონით კატეგორიაში 9 მედალი მოიპოვეს, მათ შორის 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 4 ოქროს მედალი მოიპოვეს გენო პეტრიაშვილმა, ნიკა კენჭაძემ, ბექა ლომთაძემ, ზურაბ იაკობიშვილმა, 2 ვერცხლი დავით ტლაშაძე და გივი მაჭარაშვილმა და 3 ბრინჯაო ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ბექა ბუჯიაშვილმა და ირაკლი მწითურმა.

ერთადერთი, ვინც მედლის გარეშე დარჩა დავით მარსაგიშვილია, რომელიც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში