აჭარაში გაფართოებული ტესტირებები ტარდება

17 იანვარი 2021, 15:30 1955 ნახვა

კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება გრძელდება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მობილური ჯგუფები  სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს სწრაფ ანტიგენზე დამყარებულ ტესტს უფასოდ  უტარებენ. რუსუდან შავიშვილის თქმით, ტესტირების მიზანი უსიმპტომო პაციენტების გამოვლენაა.

ამასთანავე,  გაფართოებული ტესტირება 1 თებერვალს დაგეგმილი შეზღუდვების მოხსნასაც უკავშირდება. ეპიდემიოლოგები სწავლობენ არსებულ  მდგომარეობას, მიღებული სურათის ფონზე კი იტყვიან, შესაძლოა თუ არა დაწესებული რეგულაციების შემსუბუქება.  აჭარაში  თითქმის 3 კვირაა რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალ შემთხვევებს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს.

თუმცა, ამის პარალელურად სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ მოქალაქეების  მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში შემცირებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში