ზუგდიდში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს

17 იანვარი 2021, 15:25 1213 ნახვა

სამართალდამცველებმა ზუგდიდში  განზრახ მკვლელობის ბრალდებით 22 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1983 წელს დაბადებულ კაცს ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში, სადაც შემთხვევა მოხდა ხანძარი გააჩინა და მიიმალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში