დაკავება ვაშინგტონში

17 იანვარი 2021, 16:20 1364 ნახვა

ვაშინგტონში პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტი, იარაღი და 500-ზე მეტი ვაზნა აღმოაჩნდა.  დაკავებული ვირჯინიელი ეუსლი ალენ ბილერია. ის პოლიციამ შემოწმების მიზნით ერთ-ერთ საკონტროლო  პუნქტთან გააჩერა. ბილერმა სამართალდამცველებს „არა ავტორიზებული ინაუგურაციის დოკუმენტი“ წარუდგინა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ავტომობილზე შემდეგი წარწერის სტიკერი იყო გაკრული – „თუ ისინი თქვენი იარაღისთვის მოვლენ, პირველ რიგში მათ თქვენი ტყვიები მიეცით“. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულს ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლება არ ჰქონია.

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შტატების პოლიციის სააგენტოები მოსალოდნელი შეიარაღებული საპროტესტო აქციების შესახებ გააფრთხილა. ვაშინგტონში 20 იანვარს ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ფიცს საზეიმოდ დადებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში