ნათლისღების ღამე ზღვაში შესვლის რიტუალის გარეშე

17 იანვარი 2021, 20:25 5502 ნახვა

19 იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. წელს, პანდემიის გამო, დღესასწაული განსხვავებულ ფორმატში აღინიშნება. ნათლისღების ღამეს არ ჩატარდება ზღვაში შთაფლვის რიტუალი, რომელიც ტრადიციულია ბათუმისთვის.

როგორც წესი, 18 იანვარს ღამის 12 საათზე სასულიერო პირები და მრევლი სანაპიროზე გადიოდა და  წყლისკურთხევისა და  ზღვაში შესვლის რიტუალი სრულდებოდა. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ კომენდანტი საათისა და ეპიდვითარების გათვალისწინებით ცერემონია არ გაიმართება. სადღესასწაულო წირვა ჩატარდება 19 იანვარს დილით, აკურთხებენ წყალსაც. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში