დააკავეს ორი პირი, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებას სოციალური აპლიკაციის მეშვეობით ყიდდნენ - შსს

18 იანვარი 2021, 10:53 905 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ,,ალფა PVP" ამოიღეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში კი ნივთმტკიცებად

უწყების ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა ადგილზე განთავსებული, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "ალფა PVP".

დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში