არასამთავრობო ორგანიზაციები რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტურ რეფორმებს ითხოვენ

18 იანვარი 2021, 15:24 1503 ნახვა

7 ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტსა და მთავრობას გაუქმდეს რელიგიის სააგენტო და ითხოვენ რელიგიის თავისუფლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმები განხორციელდეს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა, წინა გამოცდილებებისგან განსხვავებით. ამავე განცხადებაში საუბარია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არაეფექტურ როლზე  და მისივე ორგანიზებული პოლიტიკის მძიმე შედეგებზე. ასევე აღნიშნეს, რომ უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პრობლემის მიღმა, არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებებს მსგავსი კონფლიქტის სისტემური მიზეზები არ შეუსწავლიათ და არ გაუტარებიათ გრძელვადიანი ტრანსფორმაციული პოლიტიკა, რაც კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებში სოლიდარული, თანასწორი და მულტიკულტურული სოციალური გარემოს  შექმნას შეუწყობდა ხელს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში