პოლიციელს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

18 იანვარი 2021, 11:43 1290 ნახვა

კასპში, ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებული გიორგი მენაბდიშვილი შიმშილობს და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს. ყოფილ პოლიციელს, რომელმაც კასპში ორი პირი მძევლად აიყვანა, შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება. ადვოკატის ინფორმაციით მენაბდიშვილი კვლავ დუმილის უფლებას ინარჩუნებს და დაცვაზე უარს აცხადებს, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ადვოკატის გარდა, მენაბდიშვილის საქმეში სავარაუდოდ, ორი ადვოკატი კიდევ ჩაერთვება. შეგახსენებთ, გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან წარმოებული რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში