ზღვაში შესვლის რიტუალი დღეს არ გაიმართება

18 იანვარი 2021, 11:47 1107 ნახვა

ხვალ მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს. წელს, პანდემიის გამო, დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. დღეს ღამით არ გაიმართება ტრადიციული ზღვაში შთაფლვის რიტუალი, რომელიც აჭარაში უკვე წლებია ტარდება. როგორც წესი, ღამის 12 საათზე სასულიერო პირები და მრევლი სანაპიროზე გადის და  წყლისკურთხევისა და  ზღვაში შესვლის რიტუალი სრულდება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ კომენდანტი საათისა და ეპიდვითარების გათვალისწინებით ცერემონია არ გაიმართება. დღეს სადღესასწაულო ლოცვა 4 საათზე, ხვალ კი სადღესასწაულო წირვა გაიმართება, ასევე აკურთხებენ წყალს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში