მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 95 მილიონს გადააჭარბა

18 იანვარი 2021, 11:51 983 ნახვა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 683 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ცნობით, პანდემიის დაწყების შემდეგ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში მილიონს აჭარბებს.  ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსულ ინფექციას 12 893 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყების შემდეგ კი ვირუსით საერთო ჯამში 2 მილიონზე მეტი  ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების 60 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის. მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. ინფიცირებისა და მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ უკვე 23.8 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 396 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი  მისი ინაუგურაციიდან პირველი ასი დღის ვადაში 100 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში