ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის - ამირან გამყრელიძე 

18 იანვარი 2021, 12:43 984 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, შემცირებულია ინფიცირების ახალი შემთხვევების მაჩვენებელიც, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ეს შედეგი შეზღუდვების დამსახურებაა. 

''მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი განახლებას აკეთებს რეგულარულად. ბოლო განახლება იყო 15 იანვარს და აღნიშნეს ეს დადებითი ტენდენცია. სასიამოვნოა, რომ 75%-ზეა ასული ნიღბის ტარების მაჩვენებელი და თუ 95% ავალთ გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობის შემთხვევები ერთეული იქნება. ასევე, ყოველდღიურად სადღაც 10-დან 77 ფარგლებში იქნება ახალი შემთხვევები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. 

ასევე მნიშვნელოვანია შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც დღეს ქვეყანაში მუშაობს. 6 ბალიანი სისტემიდან,  დღეს დაახლოებით 5 ბალიან სისტემას ვაკმაყოფილებთ. ერთდოულად გვაქვს15 დან 20-მდე შემზღუდავი ღონისძიება და სწორედ  ამის ერთიანობამ,სეზღუდვებმა და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობამ  მიგვიყვანა იქამდე, რომ შემთხვევების რაოდენობა იკლებს''- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში