სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

18 იანვარი 2021, 14:49 859 ნახვა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი  თანამდებობიდან გადადგა.  თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიზეზი არ სახელდება.  სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  რომ   პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის პრეზიდენტს ჯანდაცვის მინისტრის გადაყენების მოთხოვნით მიმართა. არსენ ტოროსიანი სომხეთის ჯანდაცვის მინისტრად 2018 წლის 12 მაისს დაინიშნა.  სომხური მედიის ინფორმაციით, მის ადგილზე განიხილება ანაიტ ავანესიანი, რომელიც მანამდე ტოროსიანის მოადგილე გახლდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში