იგეგმება თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება?

18 იანვარი 2021, 15:03 982 ნახვა

დაზუსტებით ისევ უცნობია რა შეზღუდვები მოიხსნება 1 თებერვლიდან. მთავრობა ისევ მსჯელობს, დღეს დაზუსტებით მხოლოდ ის თქვეს, რომ  სხვადასხვა ბიზნესის ეტაპობრივი გახსნის გეგმა  2 დღეში შემუშავდება. მთავრობა შეზღუდვების სრულად მოხსნაზე ისევ უარს ამბობს. თუ რა რეგულაციების შემსუბუქებაა მიზანშეწონილი პანდემიიის ფონზე ამის შესახებ რეკომენდაცია მთავრობას ეპიდემიოლოგებმა უნდა მიაწოდონ. დღეს საკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განცხადებები გაკეთდა, თუმცა სპიკერებმა კონკრეტული სფეროები ისევ არ დაასახელეს. ტრანსპორტის აღდგენას ჯერ კიდევ 18 იანვარს ელოდნენ მძღოლები და მგზავრები. გაურკვევლობაა სარესტორნო ბიზნესშიც, სფერო, რომელიც პანდემიამ განსაკუთრებით დააზარალა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში