20 იანვრიდან „ენგურჰესი“ გაჩერდება

18 იანვარი 2021, 18:07 1315 ნახვა

20 იანვარს საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება.

ეკონომიკის მინისტრმა ინფორმაცია სამუშაოების შესახებ ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

მინისტრის განცხადებით, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. მისი თქმით, სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და  გაჟონილი წყლის მოცულობის   შესამცირებლად არის აუცილებელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში