ზღვაში შთაფლვის რიტუალი დღეს არ გაიმართება

18 იანვარი 2021, 18:02 1545 ნახვა

ამ წუთებში ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ნათლისღების სადღესასწაულო ლოცვას  ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი აღავლენს, ხვალ კი სადღესასწაულო წირვა გაიმართება, ასევე აკურთხებენ წყალს.

წელს პანდემიის გამო, დღესასწაული განსხვავებულად აღინიშნება. ღამით არ გაიმართება ტრადიციული ზღვაში შთაფლვის რიტუალი, რომელიც აჭარაში უკვე წლებია ტარდება.

როგორც წესი, ღამის 12 საათზე სასულიერო პირები და მრევლი სანაპიროზე გადის და  წყლის კურთხევისა და  ზღვაში შესვლის რიტუალი სრულდება. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში აცხადებენ, რომ კომენდანტი საათისა და ეპიდვითარების გათვალისწინებით ცერემონია არ გაიმართება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში