კასპში მძევლების აყვანის საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

19 იანვარი 2021, 11:43 963 ნახვა

ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელმაც კასპში მძევლები აიყვანა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი მენაბდიშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. გიორგი მენაბდიშვილმა კასპში, ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე, სანადირო თოფის მუქარით მძევლები 16 იანვარს აიყვანა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად, მენაბდიშვილმა მძევლები გაათავისუფლა, რის შემდეგაც დააკავეს. დაკავებული ყოფილი პოლიციელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში