დამოუკიდებელი კომისია ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანმო-ს კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაგვიანებულ მოქმედებაში ადანაშაულებს

19 იანვარი 2021, 11:46 1429 ნახვა

პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დამოუკიდებელი კომისია“ ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აკრიტიკებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. კერძოდ, კომისიის მიერ წარდგენილ შუალედურ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად ჩინეთის ხელისულებას ჯანდაცვასთან დაკავშირებული ზომების გამკაცრება გასული წლის იანვარშივე შეეძლო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კი კომისია იმის გამო აკრიტიკებს, რომ ორგანიზაციამ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 30 იანვრამდე არ გამოაცხადა. კომისიაში შემავალი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეფორმების გატარებაა საჭირო და  აცხადებენ, რომ ჯანმო-ს წევრი 194 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებისთვის რეკომენდაციები ანგარიშის საბოლოო დასკვნაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მაისში გამოქვეყნდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში