ყარაბაღში ქალაქი შუშა შესაძლოა თიურქული სამყაროს დედაქალად აღიარონ

19 იანვარი 2021, 17:01 1158 ნახვა

თიურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია თიურქული საბჭო ყარაბაღში ქალაქ  შუშის 2022 წელს თიურქული სამყაროს კულტურულ დედაქალაქად გამოცხადების ინიციატივით გამოდის.  ამის შესახებ ორგნიზაციის გენერალურმა მდივანმა ბაღდად ამრეევმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

2009 წელს შექმნილი თიურქული საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც თიურქულ სახელმწიფოებს აერთიანებს და, რომლის მთავარი მიზანი  ამ ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებაა. 

ორგანიზაციაში გაერთიანებულია აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქეთი და უზბეკეთი, დამკვირვებლის სტატუსით უნგრეთი მონაწილეობს. ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კონტროლქვეშ 8 ნოემბერს  ყარაბაღში სამხედრო ესკალაციის დროს გადავიდა.   ამის შემდეგ ილჰამ ალიევმა ქალაქი შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში