ბათუმის "დინამომ" კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა

19 იანვარი 2021, 19:59 1336 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის ვიცე-ჩემპიონმა ‘’დინამო’’ ბათუმმა ახალი სეზონის წინ კიდევ ორი ფეხბურთელი დაიმატა. შავიზღვისპირელებმა გუნდში მეკარის პოზიციაზე ლაზარე კუპატაძე და შეტევის გასაძლიერებლად ავსტრიელი ლუკას გროცურეკი მოიყვანეს.

თბილისის საბურთალოს ყოფილმა 24 წლის მეკარემ ბათუმელებთან 1+2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელი ''საბურთალოს'' გარდა სხვადახსვა დროს თბილისის "ლოკომოტივში" და "ლუქსემბურგის" იუნესში’’ თამაშობდა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამე მეკარეა. კუპატაძე ტრანსფერმარკეტის მიერ 100 000 ევროდ არის შეფასებული.

შავიზღვისპირელების კიდევ ერთი ახალწვეული 29 წლის ავსტრიელი მარცხენა გარემარბი ლუკას გროცურეკია. გროცურეკლმა ‘’დინამოსთან’’ კონტრაქტი 1+1 წლის სისტემით გააფორმა.ფეხბურთელი ბოლოს ავსტრიის ბუნდესლიგაში, ‘’პიოლტენში’’ თამაშობდა, სადაც მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ლუკასი წარსულში გერმანულ ‘’კალსრუეში’’, გრაცის ‘’შტურმში’’, ვენის ‘’რაპიდში’’ და ‘’ადმირაში’’ ასპარეზობდა. გროცურეკი ტრანსფერმარკეტის მიერ 350 000 ევროდ არის შეფასებული.

ბათუმის ‘’დინამომ’’ ამ დროისთვის ოფიციალურად 7 ტრანსფერი დაადასტურა. ვამარა სანოგო, გიორგი ზარია, რაფაელ ჩუკვურა, სანდრო ალთუნაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი ფანცულაია , ლაზარე კუპატაძე და ლუკას გროცურეკი აჭარული კლუბის ღირსებას დაიცავენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში