კარტოგრაფების საქმე-მელაშვილსა და ილიჩოვას დღეს ბრალს დაუზუსტებენ

20 იანვარი 2021, 11:48 1175 ნახვა

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს ბრალს დაუზუსტებენ. ინიციატივა პროკურატურას ეკუთვნის. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების კვალიფიკაცია არ შეეცვლებათ, თუმცა ადვოკატების განმარტებით ბრალის დაზუსტების ინიციატივა პროკურატურის სისუსტეზე მიანიშნებს. დღეს საპროცესო შეთანხმების შემდეგ გაირკვევა ზუსტად რაში ედებათ ბრალი.    შეგახსენებთ, რომ 4 თვის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში  1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებით ხელმძღვანელობდნენ, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში