ჯო ბაიდენმა კორონავირუსის მსხვერპთა ხსოვნას პატივი მიაგო

20 იანვარი 2021, 14:50 853 ნახვა

ჭრილობები რომ შეგვიხორცდეს, ამისთვის აუცილებელია, გვახსოვდეს. ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან განაცხადა, სადაც მან, არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. პანდემიის დროს აშშ-ში დაღუპული 400 ათასი ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები აშშ-ის ქალაქებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. რამდენიმე საათში  აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება. წლევანდელი  ცერემონია, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნაკლებად მასშტაბური იქნება. მას კონგრესის წევრები და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან. დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება. 6 იანვარს მომხდარი არეულობის შემდეგ შექმნილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკის გამო, ინაუგურაციის დროს უსაფრთხოებაზე ეროვნული გვარდიის 25 ათასამდე ჯარისკაცი იზრუნებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში