მადრიდი კატასტროფის ზონაა

20 იანვარი 2021, 14:51 1886 ნახვა

დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო მადრიდი  კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ხელისუფლების მიერ მიღებული დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად ფინანსური რესურსი გამოიყოფა.  ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მადრიდში ბოლო 100 წლის განმავლობაში 80 სანტიმეტრის თოვლი არ მოსულა და არც ტემპერატურა შემცირებულია -12 გრადუსამდე. მადრიდის მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, საზოგადოებრივი კვების ობიექტების ზარალმა 100 მილიონი ევრო შეადგინა. ესპანეთში მეტეოროლოგიური ვითარების გაუარესება შტორმმა „ფილომენამ“ განაპირობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში