ბაიდენის 100 დღიანი გამოწვევა

20 იანვარი 2021, 16:55 1438 ნახვა

არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდეტის თანამდებობაზე პირველივე დღეს პირბადის ტარების 100-დღიან პროგრამას დაიწყებს. ბაიდენი განკარგულებასაც გამოსცემს იმის შესახებ, რომ პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია ყველა ფედერალურ შენობასა და ფედერალურ ტერიტორიაზე, ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლებისთვის.

ბაიდენი პირველივე დღეს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შეწყვეტის შესახებ განკარგულებას გამოსცემს, ასევე აპირებს ქვეყანა ისევ დააბრუნოს  პარიზის კლიმატის შეთანხმებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 

პრეზიდენტი ამ განკარგულებებს კაპიტოლიუმში ფიცის დადების შემდეგ მაშინვე მოაწერს ხელს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში