ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება

20 იანვარი 2021, 17:36 1195 ნახვა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტობის ბოლო საათებში ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი შეიწყალა.  ბენონს ბრალი მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად თანხების მოზიდვის ონლაინ კამპანიასთან - „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ - დაკავშირებული თაღლითობის გამო აქვს წარდგენილი, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს. ბენონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპს გამარჯვების მოპოვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.

შეწყალებულ პირებს შორის არიან რეპერები ლილ უეინი და კოდაკ ბლექი, რომლებმაც იარაღის შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით წარდგენილი ბრალი აღიარეს. დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტობის ბოლო საათებში, საერთო ჯამში, 73 ადამიანი შეიწყალა და სასჯელი  70-ს შეუმსუბუქა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში