როუჰანი აშშ-ს ახალ პრეზიდენტს მიმართავს

20 იანვარი 2021, 17:06 1346 ნახვა

ირანის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმებას დაუბრუნდეს და თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს. მისი თქმით, ირანი აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციიდან კანონის უზენაესობის დაცვას ელოდება.

„ჩვენ ველით, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია კანონის უზენაესობას დაუბრუნდება და დაიცავს და წინა ოთხი წლის განმავლობაში გაჩენილ შავ ლაქებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამოშლის,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. მისი თქმით, დონალდ ტრამპის ირანზე ზეწოლის პოლიტიკა მარცხით დასრულდა. „ტირან ტრამპის პოლიტიკური კარიერა და მისი ავბედითი მმართველობა დღეს მთავრდება და ირანის წინააღმდეგ მისი "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკა მარცხით დასრულდა.

ტრამპი მკვდარია, მაგრამ ბირთვული შეთანხმება ჯერ კიდევ ცოცხალია,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა. აშშ-სა და ირანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2018 წელს დონალდ ტრამპმა ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლისა და თეირანის წინააღმდეგ სანქციების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში