ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

20 იანვარი 2021, 20:54 1466 ნახვა

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კაპიტოლიუმის შენობასთან საპრეზიდენტო ფიცი დადო.

მანამდე ფიცი დადო, ამერიკის პირველმა ქალმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა.

„მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ პატიოსნად აღვასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ, შევინახავ და მფარველობას გავუწევ შეერთებული შტატების კონსტიტუციას“.-  განაცხადა ბაიდენმა.

ინაუგურაციას ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში უმცროსი ესწრებოდნენ. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცის დადების ცერემონიას არ დასწრებია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონიალი განსხვავებულ ფორმატში ჩატარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში