საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი

21 იანვარი 2021, 10:55 1074 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 11 მოქალაქე გარდაიცვალა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 477 შემთხვევა, აჭარა - 64, იმერეთი - 164, ქვემო ქართლი - 65, შიდა ქართლი - 85, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 118, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი -18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 946, საიდანაც: 3 478 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 685, აჭარაში - 249, იმერეთში - 711. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 735 პირი, მათ შორის, თბილისში - 329, აჭარაში -54, იმერეთში - 182. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 219 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 2, იმერეთში - 25. 534 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243 - თბილისში, 206 - აჭარაში, 32 - იმერეთში. 5 934 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში