გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება დაასრულა

21 იანვარი 2021, 14:52 1190 ნახვა

ე.წ. კარტოგრაფების  საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. შემდგომი სამართლებრივი  ნაბიჯები  სასამართლო პროცესებია. საგენგებო ბირიფნგზე პროკურორმა განაცხადა,  რომ  ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან ამოღებული იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალა.  პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, 1937-1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იპოვეს ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. როგორც გულუაშვილი აცხადებს,  დასახელებული რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში. უწყებამ საქმეზე არსებული ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები წარმოადგინა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში