აჭარის მთავრობის დეგელაციის ვიზიტი უკრაინაში

26 აპრილი 2016, 00:00 5370 ნახვა

ნიკოლაევში აჭარის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს გაიმართა ბიზნეს-ფორუმი "ნიკოლაევი-ბათუმი", სადაც აჭარის რეგიონის საინვესტიციო-ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაკეთდა. დღეს დილით, დელეგაციის წევრებმა ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის დელეგაციამ საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ნიკოლაევის ფილიალი "დელტა-ლოცმანი მოინახულა." ორი რეგიონის საზღვაო პორტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

ამავე კატეგორიაში