აქცია ბულვარის დასაცავად

22 იანვარი 2021, 12:27 870 ნახვა

ამბასადორი ბათუმის მშენებლობის წინააღმდეგ. ხვალ ბათუმში აქციის გამართვა იგეგმება და ხვალ 13 საათზე ბულვარში ელოდებიან მოქალაქეებს. საზოგადოების ვნებათაღელვა გუშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსტან არსებული საბჭოს გადაწყვეტილებამ  გამოიწვია. ბულვარის დამცველებისა და ბათუმელების ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია    16 სართულიანი კომპლექსის მშენებლობას, რაც მათი თქმით,  ბულვარის გენგეგმას ამახინჯებს.  საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით  ბულვარში მიმდინარე მშენებლობა 16 სართულამდე გაიზრდება. საბოლოო გადაწყვეტილება საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ უნდა მიიღოს.  კომპანია ამბასადორი ბათუმის იურისტი ამბობს,რომ პროექტი ხელოვნება მცოდნეებისა და სპეციალური ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით შედგა და ჰაერმონიაშია კანონმდებლობასთან. საბჭოს გადაწყვეტილებას კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარეც იწონებს. ზაურ ახვლედიანი თანახმაა ბულვარში ძეგლის დაცვის ზონაში აშენდეს 16 სართულიანი ბალნეოლოგიური სასტუმრო კომპლექსი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში