ბიზნეს სექტორს თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ექნება

22 იანვარი 2021, 13:43 810 ნახვა

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბიზნეს სექტორს თანაშრომლების ტესტირების ვალდებულება ექნება. პირველ მარტამდე კი კვლევების პროცესს სახელმწიფო უზრუნველყოფს. 

''შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვირუსის ინტენსიური გავრცელება არ მოხდეს.  ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნეს სექტორის აქტიური მუშაობის შედეგად  დადგენილი იქნა ტესტირების ახალი პროტოკოლი თითოეული დარგისთვის. განისაზღვრა პერიოდულობაც. ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები ვალდებულები იქნებიან ორ კვირაში ერთხელ უზრუნველყონ თანამშრომელთა არა ნაკლებ 20% ტესტირება. კვების ობიექტებისათვის ეს მოთხოვნა არის ორ კვირაში ერთხელ, დასაქმებულების არა ნაკლებ 50% ტესტირება. 

სკოლების გახსნის პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყოფს  მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას  ორ კვირაში ერთხელ. ბიზნესისთვის პირველ მარტამდე უფასო იქნება ტესტირება, ამისთვის კი შესაბამის პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ'' - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

განათლების მინისტრის განცხადებით კი სკოლებში, სადაც დასწრებული ფორმით იქნება სასწავლო პროცესი განახლებული, მასწავლებლების ტესტირება იქნება რეგულარული.

''ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური ტესტირება. ასევე სამინისტრო ყოველთვის ამ პრინციპს იცავდა, რომ სკოლებში, ისევე, როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში და პროფესიულ სასწავლებლებში სამედიცინო პროტოკოლი იქნება ზედმიწევნით დაცული. ეს იქნება უმაღლეს დონეზე დაყენებული საკითხი“,- განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში