ბოლო ერთ კვირაში აჭარაში ეპიდსიტუაცია სერიოზულად გაუმჯობესდა - გამყრელიძე

22 იანვარი 2021, 14:19 712 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაცია შეინიშნება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, აუცილებელია შემსუბუქების პარალელურად 2 კვირიანი დაკვირვება, იმის დადგენა თუ როგორ მიჰყვება შემსუბუქებას ეპიდსიტუაცია და ამის შემდგომ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

"ბოლო ერთ კვირაში აჭარაში უკვე საშუალო დადებითობის მაჩვენებელი 3% გვაქვს. რაც კარგია და ნიშნავს, რომ უკვე სიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება, გურიაში ჯერ 7%-ია, თბილისშიც 7%, იმერეთში 9%, კახეთში 9%, რაჭა-ლეჩხუმში 12%. ამიტომ ითქვა ჯერ უარი სერიოზულ შემსუბუქებაზე.

სულ ბოლო ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში არის 7,3%, ეს სერიოზული შემცირებაა. ეს მაჩვენებელი ნოემბრის ბოლოს გვქონდა 30%-ზე მეტი. ჩვენ კიდევ უფრო დავმშვიდდებით თუ დადებითობის მაჩვენებელი 3%-ზე ჩამოგვივა. რაც უკვე აჭარაში გარკვეულად მიღწეულია და ამიტომ იქ შემსუბუქების მხრივ უფრო თამამი ღონისძიებები გატარდება" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში