საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე არ აღდგება 

22 იანვარი 2021, 14:44 1097 ნახვა

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ამ ეტაპზე არ აღდგება. 

„ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე ასევე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა'' - თქვა ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა. 

მაია ცქიტიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პირველი თებერვლიდან  მუნიციპალური ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა განახლდება, თუმცა ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში